დღის ამბებისპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „FIFA“-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ათეულშია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად – ქართველი ფეხბურთელი „FIFA“-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ათეულშია

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლონდონში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია – „The Best FIFA Football Awards 2023“ გაიმართა, სადაც საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც.

საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ წევრი 7 ქულით სიაში მე-10 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალშიც გავიდა და საბოლოოდ მე-17 ადგილი დაიკავა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close