დღის ამბები

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხი უარყოფითია

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 25 ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე ისევ უარყოფითია.

საკარანტინო ზონიდან და ე.წ. ცხელების ცენტრებიდან ანალიზებს დღესაც აიღებენ, თუმცა რამდენი გაიგზავნება ლაბორატორიულად გამოსაკვლევად, უცნობია.

ბოლო მონაცემებით, კახეთის 8 საკარანტინო ზონაში 365, ხოლო თვითიზოლაციაში 2 მოქალაქე რჩება.

საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა.ქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close