დღის ამბები

მიშა პაპას ოჯახი, დღეს ,,ენმ”-ს და NLI-ის წარმომადგენლებმა მოინახულეს

გუშინ ,,მთავარი ამბები კახეთიდან”-გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც თელავში, ტიტების გაყიდვის გამო, 72 წლის მიხეილ ყარაულაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნულ ოჯახის მდგომარეობას, ადგილზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”კახეთის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც გაეცნენ და ,,ახალი ლიდერთა ინიციატივის” – NLI და გიორგი ბოტკოველის ინიციატივით, ოჯახი მათთვის საჭირო მედიკამენტებითა და სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყვეს.

,,ოჯახის მდგომარეობას ადგლზე გავეცანით. მათ სამი ობოლი ჰყავთ სახლში. დახმარება მართლა სჭირდებათ და ამ ეტაპზე მათთვის აუცილებელი მედიკამენტები  და საკვები პროდუქტი გადავეცით.”-ამბობს გიორგი ბოტკოველი.


 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close