დღის ამბებისაზოგადოება

MyTelavi.ge -პირველი ციფრული ქალაქი საქართველოში

MyTelavi.ge -პირველი ციფრული ქალაქი საქართველოში

2024 წლის 1 იანვრიდან ახალი ონლაინ პლატფორმა თელავი ციფრული ქალაქი MyTelavi.ge გამოჩნდა. როგორც იდეის ავტორი მიშა გულიაშვილი ამბობს :
„2018 წლიდან თელავისა და კახეთის მასშტაბით სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფების (თელავის ამბების.) მეშვეობით მოსახლეობასა და ბიზნესებს ინფორმაციის მოძიება/გავრცელებაში ვეხმარებით. დღეს უკვე აღნიშნული ჯგუფებით თელავსა და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში მცზოვრები 50 000 -ზე მეტი ადამიანი სარგებლობს .
დღესდღეობით ჯგუფების მომხმარებელთა და მათი ჩართულობის რეკორდული ზრდიდან გამომდინარე, სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია ძალიან ქაოსურად თავსდება, რის გამოც ადამიანებს რამდენიმე საათის, ზოგ შემთხვევაში კი რამდენიმე დღის დაკარგვა უწევთ სასურველი ინფორმაციის მოძიება/მიღებაში
აღნიშნული პრობლემის გადაჭრა კი ვებ-პლატფორმის www.MyTelavi.ge-ს შექმნით დავისახე, რომელშიც სექციებისა და კატეგორიების მიხედვით იქნებოდა ყველანაირი ინფორმაცია განთავსებული, რაც სასურველი ინფორმაციის მოძიებას მინიმალურ დროში უზრუნველყოფდა
ყველაფერი 1 წლის წინ დაიწყო…აღნიშნული იდეის გარშემო შემოვიკრიბე ბავშვობის, ამ მიზნის მიღწევისთვის რამდენიმე კომპეტენტური თანაქალაქელი, თელაველი მეგობარი ნიკა არსენაშვილი, ლაშა ყარაულაშვილი და ციკო შამრელაშვილი
1 წლის განმავლობაში აღნიშნული იდეა კარგად დავამუშავეთ, შევცვალეთ, გავაუმჯობესეთ და
1 იანვარს www.MyTelavi.ge საჯაროდ უკვე ჩაეშვა
პლატფორმა შემდეგი სექციებისგან შედგება: თელავის ამბები; სხვადასხვა ამბები;
ვაკანსიები; სერვისები (ყველას, ვინც თელავისა და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში სხვადასხვა სერვისს ეწევიან (მასწავლებელი, ხელოსანი, ექიმი, ბუღალტერი, რესტორანი და ა.შ.) შესაძლებლობა აქვთ აღნიშნულ პლატფორმაზე მათი საქმიანობის შესახებ განათავსონ ინფორმაცია).
ვაუჩერები და Royal Cards (ფასდაკლებების ბარათი: მაღაზიები, კვების ობიექტები, ესტეთიკის ცენტრები, სასტუმროები და ა.შ.). ზაფხულიდან დაემატება: მაღაზიები; უძრავი ქონება; განცხადებები. ასევე სხვა ორი განსაკუთრებული “პანელი”, რომელიც 2024 წლის ბოლოს დაემატება ჩვენს პლატფორმას
მოკლედ, რომ ვთქვა, MyTelavi.ge ეს არის “ციფრული თელავის” პლატფორმა, რომელიც თელავისა და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გაუმარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას, გაუჩენს დამატებით შემოსავალს, დაუზოგავს მათ ფინანსურ რესურსს, დროსა და ენერგიას პლატფორმის ეფექტურად გამოყენების პრეზენტაციები იანვარის თვეში ჩატარდება ასე, რომ ჩვენი პლატფორმა პირველი ციფრული ქალაქია საქართველოში ვიწყებთ ჩვენი მშობლიური ქალაქით წინ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს. “

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close