დღის ამბებიყვარელი

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყვარელში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყვარელში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.
სადღესასწაულო მსვლელობაში სასულიერო პირები, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა მონაწილეობდნენ.

სასულიერო პირებმა მოსახლეობა დალოცეს და მიულოცეს შობის დღესასწაული.

მსვლელობისას მოსახლეობის მიერ შემოწირული საჩუქრები სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცემათ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close