გურჯაანიდღის ამბებიკულტურარეგიონი

თოვლის პაპამ გურჯაანის სოფლებში მოგზაურობა 5 იანვარს დაასრულა

თოვლის პაპამ გურჯაანის სოფლებში მოგზაურობა 5 იანვარს დაასრულა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 27 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით თოვლის პაპა მოგზაურობდა.

თოვლის პაპა თითქმის ყველა სოფელს ესტუმრა და შემხვედრ პატარებს ტკბილეული გადასცა.
საახალწლო განწყობისთვის სოფელ ვაჩნაძიანში, ველისციხეში, ვეჯინში,ბაკურციხეში,არაშენდასა და კაჭრეთში “Leko’s Music Studio”-ს კონცერტები გაიმართა.

თოვლის პაპის მოგზაურობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტრადიციად იქცა და მესამე წელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ა(ა)იპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის ჩართულობით ხორციელდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close