დღის ამბებისაზოგადოება

კახეთის გუბერნატორი სტიქიის შედეგებზე: ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, ღია ცის ქვეშ ახალ წელს არცერთი მოსახლე არ შეხვდეს

კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები.

ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, ღია ცის ქვეშ ახალს წელს არცერთი მოსახლე არ შეხვდეს. მიმდინარეობს ისეთი სახლების დადგენა და დათვლა, რომლებსაც ქარმა მთლიანად გადახადა სახურავი და დროულად მოხდეს დახმარება. რაც შეეხება თანხების მობილიზებას, როდესაც დაითვლება და ზარალის მასშტაბი გვეცოდინება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება  მიღებული  – მუნიციპალიტეტის სახსრებით მოხდება აღდგენით სამუშაოები თუ ცენტრალური ბიუჯეტი დაგვეხმარება, განაცხადა კახეთის გუბერნატორმა,  გიორგი ალადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ძლიერმა ქარმა კახეთის რეგიონში სამასამდე საცხოვრებელ სახლს და სხვადასხვა შენობას სახურავი გადახადა, დააზიანა ავტომობილები, წააქცია მრავალწლოვანი ნარგავები და ელექტროგადამცემი ბოძები.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close