Home რეგიონი ახმეტა სოფელ ქისტაურში სტიქიას მამაკაცი ემსხვერპლა

სოფელ ქისტაურში სტიქიას მამაკაცი ემსხვერპლა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში სტიქიას 80 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ძლიერმა ქარმა ქუჩაში რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა, რომელიც კაცს დაეცა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მოსულ სამედიცინო ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.