დღის ამბებისაზოგადოება

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით 200 კმ-მდე საფეხმავლო ბილიკი მოინიშნა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, იმერეთში, სამეგრელოსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჯამურად 185 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკები მონიშნა, განაახლა და ინფრასტრუქტურა მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელსვე ადმინისტრაციამ პროექტები მოამზადა თუშეთის, თრუსოს დაცული ლანდშაფტების, გუდაური-ხადას ხეობის, კარკუჩა-გუდამაყრის ხეობის, სიონი-საბუესა და ბოჭორმის ციხის ბილიკების მოსაწყობად.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ბილიკები მოგზაურებს საშუალებას აძლევს გზის აუცდენლად დალაშქრონ მარტივი და საშუალო სირთულის სხვადასხვა მარშრუტები და მოინახულონ მთები, ტბები, ხეობები, ჩანჩქერები და ისტორიული ძეგლები.

2023 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტღვინის გზაში“ 28 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტის ჩართვა უზრუნველყო. მარნებისთვის დამზადდა მანიშნებლები კახეთში, მცხეთამთიანეთში, სამცხეჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამღვინის გზისპროექტში ჩართვის მსურველი ღვინის მასპინძელი ობიექტების ინსპექტირება ჩაატარა. მიმდინარეობს რეკომენდებული ობიექტებისათვის პროექტის მომზადება, მანიშნებლების მონტაჟი 2024 წელს დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close