დღის ამბებისაზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტრო გადამცემ ხაზებზე შემოყინულობა; მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი 6 ბალამდე შტორმი.

სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკბორცვიან ზონებში მეწყრულღვარცოფული პროცესების ჩასახვაგააქტიურება გამოიწვიოს, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close