ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ლაგოდეხში, საახალწლო ნაძვის ხე ცენტრალურ სკვერში საზეიმოდ აინთო. ნაძვის ხის ანთებასთან ერთად, ქალაქში, ჩაირთო დეკორატიული განათებები.

საზეიმო ღონისძიებას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქალაქეებთან და ბავშვებთან ერთად დაესწრნენ.

წელს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს, საჩუქრად გადაეცა დეკორატიული განათებები და საახალწლო ილუმინაციები, რამაც კიდევ მეტად გაალამაზა, ყოველთვის გამორჩეულად მორთული ლაგოდეხი. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობაახალი წელი, მშვიდობის, წარმატების მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისთვის“, – განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.

ღონისძიება ჯგუფი „ოჩოს ქოხის“ მონაწილეობით გაგრძელდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საახალწლო კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, ყველა თაობის მოქალაქეებისა და ჩამოსული სტუმრებისთვის.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close