Home დღის ამბები თელავთან 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თელავთან 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი თელავიდან 30 კმ-ში, კურორტ თორღვას აბანოსთან, დილის საათებში (დაახლოებით, 09:26 სთ-ზე) დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიღრმე კი 15 კილომეტრი იყო.