გურჯაანის დასუფთავების სამსახურმა ქუჩების გადასარეცხი სპეცმანქანა შეიძინა. FOTON – ის ფირმის 5-ტონიანი ტევადობის ტექნიკაში ა(ა)იპ „გურჯაანის დასუფთავების სამსახურმა“ 179 800 ლარი გადაიხადა. დასუფთავების სამსახური ახალ სპეცმანაქანას ქუჩების გადასარეცხად და ნარგავების მოსარწყავად გამოიყენებს.