ახმეტაში სააკაძის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 43800 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ი/მ ბესარიონ ღადალაშვილი ასრულებს, რომელიც 2024 წლის იანვრის თვეში დასრულდება.