დღის ამბებისაზოგადოება

22 დეკემბრამდე კახეთში ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში 22 დეკემბრამდე შედარებით ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში 18-21 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4 გრადუსამდე დაიკლებს, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში  22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close