დღის ამბები

მეუფე დავითის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სინოდის წევრების საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრა იგეგმება

მეუფე დავითის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სინოდის წევრების საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრა იგეგმება, თუმცა როდის, მიტროპოლიტმა კონკრეტული თარიღი არ იცის.

მეუფე დავითი, კორონავირუსთან დაკავშირებით სასულიერო პირების შესაძლო სწრაფი ტესტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას პატრიარქთან ერთად განიხილავენ.

“სპეციალისტების შეფასებით, სწრაფი ტესტი არ არის სანდო და უკეთესია ლაბორატორიული ტესტი. თუ აუცილებელი იქნება ჩატარდეს ლაბორატორიული ტესტი საერო და სასუკიერო პირებისთვის ჩვენთვისაც საინტერესოა ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელბის მდგომარეობის შესახებ. ჯერ ამაზე გადაჭრით პასუხი არ არის და თუ საქართველოს კათოლიკოს პატრიართან შეხვედრა იქნება და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, იქ ვიმსჯელებთ. იმიტომ, რომ დამშვიდდეს ვინმე შეიძლება თავს ვიდოთ ეს შრომა, მაგრამ ის , რომ რისკ ჯგუფს მუვეკუთვნებით რახამ ბევრ ადამიანს ვხვდებით, ესეც ფაქტია. სიმშვიდე ყველაზე უკეთესია და ვინც მშვიდად ღვთისადმი იმედით იქნება მგონია ყველა განსაცდელს გადარჩება,”- აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close