დღის ამბები

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით დილიდან ალავერდის მამათა მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით დილიდან ალავერდის მამათა მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს , რომელსაც ალავერდის მიტროპოლიტი დავითი ეპარქიის სხვა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.

მორწმუნები ტაძარში სპეციალურად მონიშნულ ადგილზე დგანან. მრევლს შორის დისტანციას კი სტიქაროსნები არეგულირებენ . ტაძარში შესვლამდე მომლოცველებს კორონავირუსისგან დამცავ ე.წ ფარები უფასოდ გადაეცათ.

მომომლოცველების დიდი ნაწილი ბზას მონასტრის მიერ ქოთნებში გამზადებული ადგილზე ყიდულობს, თუმცა არიან ისეთებიც, როებსაც სახლიდან მოაქვთ. მას სასულიერო პირები მსახურების დასრულების შემდეგ აკურთხებენ. მღვდელმსახურების დასრულების შემდეგ მეუფე დავითმა იქადაგა და რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის აღდგომის დღესასწაულს და კორონავიურისთან დაკავშირებულ პრევენციულ ზომებებს. აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის განცხადებით, აღდგომის დღესასწაული აუცილებლად აღინიშნება, თუმცა როგორ, ამის შესახებ რამდებიმე დღეში გახდება ცნობილი.

“ვისაც სახლში აქვს ბზის ტოტი მოიტანს და ვაკურთხებთ, ხოლო ვისაც არ აქვს ჩვენ ქოთნით ვარიგებთ, რომ სახლში წაიღონ, დარგონ რომ მომავალი წლისთვის თავადაც ჰქონდეთ და სხვებსაც უწილადონ. ბზას ძალიან გაუჭირდა, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ გარემოს ხელი შევუწყოთ,”- აღნიშნა მეუფე დავითმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close