დღის ამბებისპორტი

„თელავმა“ „სპაერი“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

პლეი ოფის საპასუხო მატჩში „თელავმა“ „სპაერი“ 4:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში 1:1 დასრულდა.

თელავის „კავკასიონი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლებმა ანგარიში მე-15  წუთზე იმედა აშორტიას ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნეს. 21-ე წუთზე „თელავის“ უპირატესობა ირაკლი რუხაძემ გაზარდა, ხოლო 28-ე წუთზე გიორგი ქანთარიას გოლის შემდეგ სხვაობა სამბურთიანი გახდა – 3:0.

მეორე ტაიმი ფორმალობად იქცა. „სპაერის“ მოთამაშეებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს, ხოლო იმედა აშორტიამ 53-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0.

„თელავმა“ ორი მატჩის ჯამში 5:1 (1:1, 4:0) მოიგო და 2024 წელს ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება შეინარჩუნა, „სპაერი“ კი მიზნის მიღწევას შემდეგ სეზონში შეეცდება.

წყარო: 1tv.ge

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close