ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა

ლაგოდეხში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას, ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია, მერიის სამსახურების, ადმინისტრაციული ერთეულების, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, 2024 წლის ბიუჯეტი, 23 301 500 ლარით განისაზღვრა და პრიორიტეტად, კვლავ, სოციალური, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ინფრასტრუქტურა, დასუფთავება და გარემოს დაცვა რჩება.

მუნიციპალიტეტის, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის პარამეტრები, საზოგადოებას, მერიის, საფინანსო სამსახურის უფროსმა, გიორგი მანგოშვილმა გააცნო.

შეგახსენებთ, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების თაობაზე, წარმომადგენლობითი ორგანო დეკემბერის ბოლოს იმსჯელებს.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close