დღის ამბებისაზოგადოება

ენერგოომბუდსმენი: 2022 წელს, ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისგან 15ადამიანი გარდაიცვალა

2022 წელს მთლიანობაში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი. ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი.

„2022 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა 3 მოქალაქე, აფეთქების შემთხვევებიდან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა. 2022 წელს მთლიანობაში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისგან ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close