დღის ამბებისამართალი

კახეთში 16 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა გაასაღა – ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში, გაასაღა 16 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელიც შემდგომ ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

,,აქტიურად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენამხილების მიზნით, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close