Home რეგიონი თელავი სოფელ ნაფარეულთან ტყეში ხანძარია

სოფელ ნაფარეულთან ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულთან ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

ადგილობრივების თქმით, კვამლი რამდენიმე საათის წინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. რამ გამოიწვია აალება და რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი, ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება შესაბამისი სამსახურები.