დღის ამბები

12 აპრილის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დასტურდება

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში, გუშინ აღებული 15 ნიმუშის პასუხი უარყოფითია.
ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით, რეგიონი კვლავ სტაბილურობას ინარჩუნებს და კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ არსებობს.

კახეთში, კარანტინის 11 ლოკაციაზე 414 მოქალაქე რჩება. თვითიზოლაციაში 2.
საქართველოში, 12 აპრლის ბოლო მონაცემებით:
  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 252
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 63
  • მათ შორის გარდაცვლილი- 3
  • კარანტინის რეჟიმში – 4929
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 405
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები- 3

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close