ახმეტარეგიონი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ კრიზისულ სიტუაციებში მყოფ ბავშვიან ოჯახებს ავეჯი და ტექნიკა გადასცა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, პირველ მოადგილესთან ზურაბ ფილაშვილთან და მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსთან ნათელა ექვთიმიშვილთან ერთად კრიზისულ სიტუაციებში მყოფ ბავშვიან ოჯახებს დაეხმარა.

კრიზისულ სიტუაციებში მყოფ ბავშვიან ოჯახებს მერიის მხრიდან ავეჯი და ტექნიკა გადაეცა. აღნიშნული დახმარებით სულ 21 ოჯახი ისარგებლებს.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close