განათლებადღის ამბები

2024 წლიდან მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება

2024 წლიდან მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი ემატება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას აღნიშნა.

მანდატურის სამსახური, მიმდინარე წელს, დამატებით, 27 სკოლაში შევიდა და ჯამში, 719 სკოლაში უზრუნველყოფს მოსწავლეთა უსაფრთხოებას. ეს ფარავს მოსწავლეების 90%-ზე მეტს. სასკოლო მედიაცია არის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობა და რეფორმა, რომელიც ბოლო წლებში დაიგეგმა და აქტიურად ხორციელდება. 2024 წლიდან მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი ემატება, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ კუთხით მენეჯმენტს და კოორდინაციას სისტემაში“,- განაცხადა ამილახვარმა.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close