დღის ამბებისაზოგადოება

2023 წელს შემოწმებული 155 დასახელების სათამაშოდან 57-ზე ბაზრიდან ამოღების დადგენილება გაიცა

2023 წელს შემოწმებული 155 დასახელების სათამაშოდან 57-ზე ბაზრიდან ამოღების დადგენილება გაიცა. უფრო კონკრეტულად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის საფუძველზე სათამაშოებში შეუსაბამობას წარმოადგენდა მცირე ნაწილების გამოყოფა.

„2023 წლის განმავლობაში შემოწმდა 155 დასახელების სათამაშო, საიდანაც 149 სათამაშო შემოწმდა ტექნიკურად, 3 სათამაშო დოკუმენტურად, ხოლო 3 სათამაშო დოკუმენტურად და ტექნიკურად. აქედან 57 სათამაშოს შემთხვევაში გამოიცა პროდუქტის ბაზრიდან ამოღების დადგენილება, სადაც შეუსაბამობას წარმოადგენს სათამაშოში მცირე ნაწილების გამოყოფა“, აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მცირე ნაწილების გადაყლაპვამ, შესაძლოა, რესპირატორული გართულებები გამოიწვიოს.

წყარო: ipn.ge

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close