რეგიონიყვარელი

სახელმწიფო ფინანსური კონტროლის რეფორმების  შესახებ ყვარელში ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) უფროსის მოადგილე ირმა გელანტია-ახვლედიანმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში ჩაატარა ტრენინგი თემაზე – „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ასპექტები ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში“.

შეხვედრას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა, შეხვედრისას ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიისა” და სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას მუნიციპალიტეტის დონეზე.

სამუშაო პროცესში განიხილეს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორის პასუხისმგებლობები, ასევე უფლებამოსილებისა და დელეგირების პრაქტიკული მაგალითები, მერიის მასშტაბით რისკის მართვის სისტემის დანერგვა და რისკების ოფიცრის პოზიციის შემოღების აუცილებლობა.

მხარეები სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და კონკრეტული აქტივობების შესრულებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ჰარმონიზაციის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close