დღის ამბები

თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას, სააღდგომო სასურსათო კალათები გადასცეს

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა მოინახულეს და სააღდგომო სასურსათო კალათები ჩაუტანეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თუშეთის მიმართულებით ფრენა რეგულარულად სრულდება და მოზამთრეების გადაყვანას, ასევე მათთვის საჭირო საკვების გადატანას სასაზვრო პოლიციის ვერტმფრენი უზრუნველყოფს.

“თუშეთი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ზამთრის პერიოდში ისედაც თვითიზოლაციაშია მოქცეული. აქ მყოფი ადამიანების ფიქრი და გულისყური ახლა ბარისკენ არის მიმართული. წელს, თუშეთში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ტურისტული სეზონი სავარაუდოდ არ იქნება აქტიური. თუმცა ეს პერიოდი ინფრასტრუქტურის განახლებასა და თუშეთის შემდეგი ტურისტული სეზონებისთვის მზაობის პროცესს მომხმარდება” -აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

” ახმეტის სოციალური პროგრამითი გათვალისწინებული სასურსათო კალათები თუშეთის მუდმივ მცხოვრებლებს წელიწადში ორჯერ გადაეცემათ. დღესაც, 11 დასახელების პროდუქტისგან შემდგარი 25 სასურსათო კალათა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გადავეცით მოზამთრეებს” -განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close