დღის ამბებიეკონომიკა

დავით სონღულაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა. მხარეებმა, საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, შეხვედრისას ხაზი გაუსვა ენერგეტიკულ გაერთიანებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შავი ზღვის ქვეშა კაბელის პროექტის საჭიროებაზე ისაუბრა.

კომიტეტი აქტიურად არის ჩართული დარგის განვითარების ხელშესაწყობად განსახორციელებელ საქმიანობაში და სისტემატურად მუშაობს იმისთვის, რომ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ენერგეტიკული გაერთიანებასთან თანამშრომლობით, დაინერგოს და განხორციელდეს ყველა ის მნიშვნელოვანი დებულება, რომელიც ასახულია ევროპულ კანონმდებლობაში. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებას, ინფრასტრუქტურული დაკავშირებადობის მნიშვნელობის თვალსაზრისით. ამ პროექტით, ქვეყანას უჩნდება პერსპექტივა, შეიძინოს რეგიონის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი იქნება მაღალ კონკურენტუნარიანი, რაციონალურად გამოიყენებს განახლებადი ენერგიის რესურსებს და განახორციელებს ჭარბი ენერგიის ექსპორტს უცხოურ ბაზრებზე“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და მოადგილე სალომე ქურასბედიანი.

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close