ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხში კოლეჯ „აისში“ სასწავლო წლის დაწყება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს

კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალში, სასწავლო წელი დაიწყო. საზეიმო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურიასთან ერთად დაესწრო. ლაგოდეხის მერმა, სასწავლო წლის დაწყება, კოლეჯის პედაგოგებს, სტუდენტებს და მშობლებს მიულოცა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს არის სიახლის, ცოდნის მიღებისა და გამოცდილების გაღრმავების საუკეთესო პერიოდი. ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული საგანმანათლებლო ბაზა, შესაძლებლობას იძლევა, ახალგაზრდები დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას უფასოდ, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და დასაქმების ხელშწყობის პირდაპირი გზაა. მერიის სოციალურ პროგრამაში წელს სიახლე გვაქვს. პროფესიულ სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცხული მაღალი აკადემიური მოსწრების შშმ სტუდენტები, პროგრამის ფარგლებში მიიღებენ ერთჯერად წახალისებას 300 ლარის ოდენობით. გისურვებთ წარმატებებს!”, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close