ახმეტარეგიონი

ახმეტაში „მხიარული სტარტები“ გაიმართება

დღეს 12:00 სთ-ზე, ფარნაოზ ჩიკვილაძის სახეოლობის სპორტულ დარბაზში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ,,მხიარული სტარტები“ გაიმართება.

,,მხიარული სტარტები“ ახმეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის პროექტია, რომელიც მოზარდების ფიზიკურ აქტივობაში ჩართვას ემსახურება.

თამაშებში მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლა იღებს მონაწილეობას. გამარჯვებულ გუნდებს ახმეტის მერიის მიერ გარდამავალი თასი,მედლები და სიგელები გადაეცემათ.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close