ანონსები

15 ნოემბერს კახეთში ელექტროენერგია შეეზღუდებათ

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბერს 07:00-დან
11:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
თელავში მშვიდობის, თბილისის, მახათელაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყვარლის რაიონის სოფლებში
ახალსოფელი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 14:00 საათამდე
აბონენტებს საგარეჯოს რაიონის სოფლებში დუზანგრამა, ბალდო, მუღანლო,
ბადიაური და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს
ლაგოდეხში და ლაგოდეხის რაიონის სოფლებში ვარდისუბანი და მიმდებარე
სოფლები; 10:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თელავში და თელავის
რაიონის სოფლებში წინანდალი, ხოდაშენი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-
დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახმეტის რაიონის სოფლებში დუისი,
ქისტაური, ჯოყოლო და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე
აბონენტებს საგარეჯოში სტალინის, გორკის, ნინოშვილის და მიმდებარე
ქუჩებზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გურჯაანში და გურჯაანის
რაიონის სოფელ ვაზისუბანში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს
დედოფლისწყაროში; 10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს სიღნაღის რაიონის
სოფლებში წნორი, ბოდბისხევი, ჯუგაანი და მიმდებარე სოფელბში; 15:00-დან
17:00 საათამდე აბონენტებს ყვარელში. სარეაბილიტაციო სამუშაოების
დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close