დღის ამბებისაზოგადოება

საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძე გაიზარდა

საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძე გაიზარდა და 2022 წლისთვის 41,073.3 კილომეტრი შეადგინა – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების სიგრძე 1,593.4 კილომეტრს შეადგენს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის – 5,460.3 კილომეტრი, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე 34,019.6 კილომეტრია.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძეს, ასე გამოიყურება:

  • იმერეთი – 7 271.9 კილომეტრი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6 932.5 კილომეტრი
  • აჭარა – 5,053.6 კილომეტრი
  • კახეთი – 4,558.6 კილომეტრი
  • გურია – 3,884.9 კილომეტრი
  • ქვემო ქართლი – 3,510.7 კილომეტრი
  • სამცხე-ჯავახეთი – 2,830.2 კილომეტრი
  • მცხეთა-მთიანეთი – 2,163.2 კილომეტრი
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2,119.9 კილომეტრი
  • შიდა ქართლი – 2,090.2 კილომეტრი
  • აფხაზეთი – 605.6 კილომეტრი
  • თბილისი – 52 კილომეტრი

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close