სოფელ ახატელში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა, ასფალტის ახალი საფარი დაიგება 650 გრძ.მ მონაკვეთზე. პროექტის ბიუჯეტია 448 994 ლარი. სამუშაოებს კომპანია „ბილტომორი“ ასრულებს.