ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქალაქ ლაგოდეხში და მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა თემში, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა გრძელდება. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ადგილზე გაეცნო.
მუნიციპალიტეტის პირველი პირის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სტიქიამ, ლაგოდეხი რამდენიმეჯერ დააზარალა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტს თანხა გამოეყო. მერიის სტიქიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრების მიერ დათვლილი და შესწავლილი იქნა დაზარალებული ოჯახების რაოდენობა და მდგომარეობა. ამ ეტაპზე სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული დახმარება გაეწია, სტიქიისაგან დაზარალებულ 9 საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლებს და 423 ოჯახს.