Home რეგიონი თელავი იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა საზოგადოებასთან შეხვედრა გამართეს

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა საზოგადოებასთან შეხვედრა გამართეს

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს, საკრებულოს წევრებს და სოფელ კურდღელაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ლევან გვენეტაძემ და ანალიტიკური დეპარტამენტის სპეციალისტმა თამარ ნაჭყებიამ შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, სამსახურის პროექტები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონში მოქმედებს იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილობრივი ბიურო და რამდენიმე საკონულტაციო ცენტრი.

შეხვედრის ბოლოს, თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა პირადი იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს დაინტერესებულ პირებს.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი გერმანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ამოქმედდა.