დღის ამბებიკულტურა
ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში თელავში კონცერტები გაიმართება

საქართველოში ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი, წელს უკვე მეორედ იმართება. ფესტივალის ფარგლებში ოთხი კონცერტია დაგეგმილი თბილისსა და თელავში.
ფესტივალის ფარგლებში კონცერტი უკვე გაიმართა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში. ფესტივალი მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო ვარსკვლავმა, იანო ალიბეგაშვილმა, სოლო კონცერტით კომპოზიტორ ნიკა ნიკვაშვილთან და სიმებიან ორკესტრთან ერთად გახსნა.