დღის ამბებისაზოგადოება

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 18 მოქალაქის ნიმუში გაიგზავნა

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 18 მოქალაქის ნიმუში გაიგზავნა, რომლის პასუხიც ცნობილი დღეს ან ხვალ დილით გახდება.

მათი ნაწილი საკარანტინო ზონაში , ნაწილი კი რეგიონის ცხელების ცენტრებში რჩება. ექიმების ინფოირმაციით, ზოგიერთ მათგანს ორმრივი პნევმონია აღენიშნა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

არსებული ინფორმაციით, რეგიონის ოთხივე ე.წ ცხელების ცენტრში 73 საწოლია მოწყობილი. აქედან ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში -30, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში -20; თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში – 14, ხოლო საგარეჯოს „ჯეო-ჰოსპიტალსში“ -9 .

აღნიშნული კლინიკის დირექტორის, დავით ჯიქიას განმარტებით, ს მზად არიან საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოში არსებული 52-ვე საწოლი გამოიყენონ და სრული დატვირთვით იმუშაონ. ბოლო ცნობებით, კახეთის რეგიონში ეპიდმდგომარეობა კვლავ სტაბილურია და covid-19-ით დაინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close