დღის ამბები

დღეს, კახეთის რეგიონში არსებული ერთ-ერთი საკარანტინო ზონა 127 კაციანმა ჯგუფმა დატოვა

საკარანტინო ზონაში მყოფ ვიზიტორებს 24 საათის განმავლობაში ემსახურებოდნენ ექიმები, უზრუნველყოფილნი იყვნენ სამჯერადი კვებითა და შესაბამისი პირობებით.

საკარანტინო ზონაში დღეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფებოდა.

ვიზიტორების ტრანსპორტირება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მიმართულებით განხორციელდა.

გამგზავრებამდე ვიზიტორებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე საკარანტინო სივრცე დატოვეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close