ანონსები

ღვინის დღეები ყვარელში – ფესტივალის პროგრამა

7-15 ოქტომბერი, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, იმართება ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“.

ყვარელი, 8 ოქტომბერი

ღონისძიების ადგილი: ი. ჭავჭავაძის მუზეუმის ეზო

საფესტივალო პროგრამის დასაწყისი: 14:00

14:00-21:00 კახური ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.

14:00-21:00 კვების სივრცე: დედას პური, მწვადი, ყველი, ჩურჩხელა, ქართული ნუგბარი.

14:00-21:00 პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, თათარას მომზადება.

14:00-19:00 თიხით ძერწვის და თიხაზე ხატვის გაკვეთილები.

15:00-15:30 მეგა ბუშტებით საზეიმო მსვლელობა.

15:00-19:00 საბავშვო გასართობი სივრცეები და აქტივობები: ყურძნის დაწურვის ჩემპიონატი, ღვინის ფიალების მოხატვა და სხვ.

16:00-18:00 ქართული ცეკვის გაკვეთილები – ცეკვის აკადემია „სუხიშვილები“.

18:30-21:00 – კონცერტი: „ჩვენი კვარტეტი“, „გაგა ფრანი“.

შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close