დღის ამბები

ავთო ტუხაშვილი ცოდნის კაფეს ბენეფიციალებს ფქვილს უსასყიდლოდ გადასცემს

წნორში მცხოვრები მცირე მეწარმე ავთო ტუხაშვილი ცოდნის კაფეს ბენეფიციალებს ფქვილს უსასყიდლოდ გადასცემს . ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცოდნის კაფის ხელმძღვანელი ნანა ბაგალიშვილი წერს:

 

წნორელ მეწარმეს, ავთო ტუხაშვილს დავურეკე 500 კილოგრამი ფქვილის ყიდვა გვინდა ხანდაზმულებისთვის და ხომ გაქვთ მეთქი.

– გაითვალისწინეთ, მაგ ფულს მე არ გამიგართმევთ და სხვა ხანდაზმულებს მოახმარეთო.

ტირილი წამსკდა, ხელში ხმა აღარ ამომივიდა და გავუთიშე. მადლობა ვერ გადავუხადე. ??❤️

P.S. დიდი კომპანიების რეკლამებს ვხედავთ, ვის როგორ ეხმარებიან და ამ კაცმა 3 დღის წინ 80 ოჯახს საზღვრისპირა სოფელში მიუტანა საკვები. ვინმემ გაიგეთ? ვერა, ჰოდა იცნობდეთ. სასწაული ადამიანი და საოცარი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მეწარმე გვყვავს ქიზიყელებს!! ❣️

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close