დღის ამბებიეკონომიკა

თუ 200 კუბმეტრი ან ნაკლები უკვე გადაიხადეთ, კომუნალური შეღავათი აისახება მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე, დეპოზიტის სახით

მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალურ შეღავაღებთან დაკავშირებით ეხება ბუნებრივი გაზის ყველა ლიცენზიანტი კომპანიის იმ საყოფაცხოვრებო აბონენტს,

რომლის მოხმარება ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 200 კუბურ მეტრს ან 200 კუბურ მეტრზე ნაკლებს. კომუნალური შეღავათების პერიოდი მოიცავს მარტის, აპრილის, მაისის გადასახადს. ანუ, ყოველ თვე, თუ ბუნებრივი გაზის მოხმარება იქნება 200 კუბური მეტრი ან 200 კუბურ მეტრზე ნაკლები, მაშინ სახელმწიფოს მიერ მოხდება მიერ მომხმარებლის მიერ  მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადის დაფინანსება ყოველ თვე ცალ-ცალკე.

იმ შემთხვევაში,თუ თანხა უკვე გადახდილი აქვს მომხმარებელს, თუმცა  მოხმარება არ აღემატება 200 კუბურ მეტრს ან არის 200 კუბური მეტრი, მაშინ კომუნალური შეღავათი აისახება მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე, დეპოზიტის სახით.

კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია ყველა ლიცენზიატი კომპანია და რაიმე სახის გაურკვევლობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია  დარეკოს სემეკის ქოლ ცენტრში, ნომერზე 16 216.

ცხრილში მოცემულია სემეკის მიერ დადგენილი ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები საყოფაცხოვრებო აბონენტებისათვის.

ცხრილში თვის ხარჯი 200 კუბურ მეტრზე მოცემულია ლარებში. კომპანიების მიხედვით მოცემულ თანხას არ უნდა აღემატებოდეს თქვენი თვის ხარჯი.

წყარო : ქრონიკა+

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close