დღის ამბები

თელავის აგრარული ბაზარი, ორი კვირით დაიკეტა

“იმის გამო, რომ არ იყო დაცული რეკომენდაციები ამ მიზეზით მივიღეთ გადაწვეტილება და დავკეტეთ თელავის აგრარული ბაზარი”,- განაცხადა თელავის მერმა , შოთა ნარეკლიშვილმა.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მივაჭრეებმა და ბაზრის ადმინისტრაციამ იცოდა გამკაცრებული რეგულაციების შესახებ ამ წესების დაცვა მაინც არ ხდებოდა, რის გამოც თელავში აგრარული ბაზარი ორი კვირით დაიკეტა.

“ირღვეოდა დადგენილი რეგულაციები, მათ შორის დისტანციასთან დაკავშირებით. ეს არის კორონავირუსიის წინააღმდეგ აუცილებლად გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებათან შესაბამისი კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღო “,- განმარტავს თელავის მერი.

თელავის გარდა აგრარული ბაზარი დაიკეტა გურჯაანშიც.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close