დღის ამბები

მკვდარი რომ მიპოვნონ არ გაგიკვირდეთ – ომარ აჩუაშვილი

ყოფილმა ჩინოვნიკმა საუბარი დაიწყო

ომარ აჩუაშვლმა ყოფილმა მერის წარმომადგენელმა სოფელ ხოდაშნიდან დღეს მედიას მისი დევნის შესახებ ესაუბრა
მიუხედავად იმის რომ ძალიან შევიწროვებული ვიყავი სატელეფონო ზარებით და მუქარებით ვერ გავხდი კორუმპირებული და ხალხის ფულის მძარცველი, ამიტომ რამდენიმე დღის წინ თავს დამესხა კრიმინალური დაჯგუფების 4 წევრი. მინდა საზოგადოებამ იცოდეს ვინ იყვნენ ეს ბოროტმქმედები : ხუცაიძე -სპეც სამსახურებიდან -სუსიდან და “სერპანტინის” დირექტორი, მეორე ჩემი მეზობელი კრიმინალი, დანარჩენი ორი თავდამსხმელი ვერ გავარჩიე როგორ გამოიყურებოდნენ. აცხადებს ყოფილი ჩინონიკი და იხსენებდ თავდასხმის დეტალებს .
„ერთმა ძლიერად დამარტყა და ცხვირიდან სისხლი წამსკდა. საპასუხოდ წინააღმდეგობას ვაპირებდი, მაგრამ დანარჩენმა ორმა ძლიერად დამარტყეს თავში და დავეცი. ხუცაიძემ განაგრძო ჩემი შეურაცხყოფა, მიყვირა: “ნაცილიბერასტო, გააკეთე რასაც გეუბნებიან, თუ ამ არჩევნებში მმართველ გუნდს არ დაეხმარები ციხეში დალპები. არჩევნებს ფული სჭირდება, რასაც გეტყვით, ის გააკეთე!”.
ჩემი უარის შემდეგ დამემუქრა, რომ ჩემი სპორტული სკოლა გახდებოდა ჩემი პრობლემა. კერძოდ მან მითხრა „ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი დადის შენს სპორტულ სკოლაში, გადავუღებთ სურათეს და გამოვაქვეყნებთ და შენს რეპუტაციას მთელ სოფელში დავნგრევთ შვილებს შენ სპორტულ სკოლაში არავინ გაუშვებს.”
მინდა საზოგადოებას ვუთრა ხალხნო ქართული ოცნება “კაგებეს ” მეთოდებიდან შორს არ წასულა. საქართველოში სპეცსამსახურებს შეუძლია მსგავსი ჭორები გაავრცელონ და შეთხზული ფოტოები გამოაქვეყნონ, როგორც წესი, პოლიტიკური ოპონენტების გასანადგურებლად. ჩემთვის ცხადია მათ უნდა რომ დამინგრიონ კარიერა და რეპუტაცია.
მივმართე სახალხო დამცველს და იქაც ხელებს აქეთ იქით იქნევენ. მოგმართვათ არასამთავრობო სექტორს, მედიას, პოლიტიკოსებს, უფლებადამცველებს, დამიცავით მიშველეთ, ვარ ისეთ მგომრეობაში რომ ხვალ რომ მკვდარი მიპოვნონ არ გაგიკვირდეთ, თუმც ამ ყველაფრის მიზეზი გითხარით ვინც იქნება. !
ასეა თურმე ჩვენს ქვეყანაში, თუ ხალხის სამსახურში ხარ არ იპარავ, მხარს უჭერ ნაციონალურ მოძრაობას. ე.ი. შენ ხარ მტერი და ამისთვის დაგსჯიან ალბათ ბოლომდე, ვითხოვ სიცოცხლის და სიმშვიდის უფლების დაცვას , სხვას არაფერს !

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close