დღის ამბები

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი რეგიონში მომუშავე ოჯახის ექიმებს შეხვდა

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი რეგიონში მომუშავე ოჯახის ექიმებს შეხვდა.. იმსჯელეს არსებულ ეპიდვითარებაზე და განიხილეს დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობა.
რეგიონის პირველმა პირმა მუნიციპალიტეტების მერებს სპეციალური დავალება უკვე მისცა, რომელიც სოფლის ექიმებისთვის მაქსიმალურ მხარდაჭერას და მათთვის ელემენტარული სამუშაო პირობების შექმნას გულისხმობს.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ჯანდაცვის სისტემაში. სოფლის ექიმები არიან, ვისაც პირველი შეხება აქვთ პაციენტთან, სწორედ მათ უნდა მოახდინონ იდენტიფიციკაცია თუ რა ჩივილით არის ეს თუ ის ადამიანი. პრემიერის დავალება იყო რომ ყველასთან მოხდეს კომუნიკაცია და შეხვედრა, მადლობის გადახდა ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რასაც ისინი ასრულებენ. მუნიციპალიტეტებს დავალებული აქვს რომ მაქსიმალურად მხარი დაუჭირონ სოფლის ექიმებს, რათა ელემენტარული პირობების შექმნა მოახერხონ”,- განმარტავს კახეთის გუბერნატორი.
კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 200-მდე სოფლის ექიმია რეგისტრირებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close