დღის ამბები

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში მცხოვრებ მოსახლეობას სასურსათო დახმარება გადაეცა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში მცხოვრებ მოსახლეობას სასურსათო დახმარება გადაეცა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სოფელში ჩავიდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი .

გიორგი გოგილაშვილმა ადგილობრივი ბიზნესმენის ქველმოქმედებით შეძენილი პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი და ყველა ოჯახისთვის ერთი ტომარა ფქვილი იქ მცხოვრებ 81 ოჯახს დღეს გადასცა.

მესაზღვრეებს დაურგიეს პირბადეები. გარდა ამისა, ადგილიბრივი ხელისუფლების და ჯანდაცვის წარმომადგენლებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები მისცეს , სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის და ყველა შესაბამისი უწყების რეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი.

ექიმებმა მოსახლეობას თერომსკრინინგიც ჩაუტარეს. ერისიმედი სიღნაღიდან 65 კილომეტრში მდებარეობს. საზღვარისპირა სოფელში ძირითადად აჭარელი ეკომიგრანტები ცხოვრობენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close