ბლოგი

აკო კასრელიშვილი – ლექსი

ამიტომ გვჭამს ქართველთ მტერი

როგორ ვედრო გალაკტიონს და მის ღამეს და მის ღამეს,

როგორ ვედრო მე ფშაველას და მის ნაღველს და მის ნაღველს,

როგორ ვედრო მე ილიას, სამშობლოზე კარგის ნატვრას, მე ხომ უკვე განვეცილე ჩემს მშობლიურ ოქროს აკვანს,

მე ხომ უკვე განვერიდე ჩემი მხარის საქებ ხალხსა და გამოვცდი ჩემი ქვეყნის მოოქროვილ დიდ ჭიშკარსა.

ამ მხარეში არ გვაქვს კარგი, ჩვენ იმ ძველსა შორში ავცდით,

აღარვის სურს ძველის ძებნა და აქციეს ისიც ძეგლად.

უსულოდ დგას ვერას ხვდება და არ სცდება ხალხის ქება,

მაგრამ მარტო ქება მისდის არავის სურს მისი ძებნა,

ახალი სურთ არ სურთ ძველი, ამიტომ გვჭამს ქართველთ მტერი.

08.19.2022

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close