
თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში წლის შემაჯამებელ საღამოზე სკოლის სხვადასხვა წრის მოსწავლეებმა მუსიკალური და თეატრალური ნომრები წარმოადგინეს.
როგორც თელავის მერია განმარტავს, თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში 14 წრე ფუნქციონირებს, მათივე თქმით, ბავშვებს სხვადასხვა სპეციალობის დაუფლება 7 წლის ასაკიდან შეუძლიათ.
ცნობისთვის, ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი მოადგილესთან, ფიქრია ყუშიტაშვილთან და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსთან, თამარ ზაზანაშვილთან ერთად დაესწრო.