
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმში, ა(ა)იპ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტის – „გაიღრმავე ცოდნა“ – ფარგლებში, სახვითი ხელოვნების წრის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა.
როგორც ადგილობრივი მერია განმარტავს, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები, მათივე თქმით, გამოვლინდებიან I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები, რომლებსაც სიგელები და საჩუქრები გადაეცემათ.