
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, პარასპორტული სახეობა ბოჩას ამხანაგური შეხვედრა დაიგეგმა.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით- ღონისძიება, სიღნაღის მუნიციპალიტეტში გაიმართა და მასში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრი, „მეგობრობის“ გამარჯვებით დასრულდა.
ცნობისთვის, ამხანაგურ მატჩს, ლაგოდეხის მერის მოადგილე, ნინო ბატიაშვილთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და შშმ პირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.